განათლების სამინისტრომ პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, სქემაში ცვლილება შეიტანა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პრაქტიკოს მასწავლებლებთან
დაკავშირებით მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში ახალი
ცვლილებები შეიტანა .
მიხეილ ჩხენკელის უწყება აცხადებს, რომ სამინისტრო ბოლო ორი თვის
განმავლობაში აქტიურად გადიოდა კონსულტაციებს საქართველოს პარლამენტის
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან, საქართველოს პედაგოგთა და
მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირთან და სხვადასხვა პროფესიულ
ჯგუფთან.
შედეგად, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში შემდეგი
ცვლილებები შევა: საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241
დადგენილების შესაბამისად, იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო
ადგილზე, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავიდნენ
საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლეს სტატუსი,
სკოლის ადმინისტრაცია, 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის
დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა, აცხადებს კონკურსს. მასწავლებლის
ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია პრაქტიკოსი
მასწავლებელი, რომელიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა
მასწავლებლის გამოცდაზე, დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე, ვაკანსიის
შევსებამდე, უსტატუსოდ.
მასალის გამოყენების პირობები