გურჯაანში სამედიცინო ცენტრ „კახეთი-იონში“ ვაქცინაციის კაბინეტი
დაახლოებით ერთი თვეა, რაც ფუნქციონირებს.
ექიმი თერაპევტის, ეკატერინე ლიპარტაშვილის განმარტებით, აცრის
მსურველი მოსახლეობის რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა.
„კახეთი-იონში კოვიდვაქცინაციის კაბინეტი ნოემბრის შუა რიცხვებში
გაიხსნა. ასევე ჩვენიდან ვაქცინით მარაგდება მუნიციპალიტეტის სოფლების
ამბულატორიებიც. გვაქვს სამი ტიპის ვაქცინა: ფაიზერი, სინოვაკი და
სინოფარმი. ჩვენთანაც და სოფლებშიც მოსახლეობის მიმართვიანობამ
საგრძნობლად მოიმატა. ვაკეთებთ ბუსტერ დოზებსაც და მოთხოვნა ამაზეც
დიდია. “
მასალის გამოყენების პირობები