საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 პაციენტი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 454 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 882 822-ს. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 334 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 825 442.

კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 631 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.82%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.06% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.74%.

| Print |
FaceBook Twitter Google