დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის სურვილი კიდევ 5000-მდე მოსწავლემ დააფიქსირა
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, 9 დეკემბერს, სპეციალურ სისტემაში, ონლაინ სწავლების სურვილით 4 936 მოსწავლე დარეგისტრირდა, 4 069 კი დასწრებულ სწავლებას დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პერიოდში, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სწავლების ფორმის არჩევანის შესაძლებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით, უწყვეტად აქვთ. სკოლებში კი, სადაც კორონავირუსის შემთხვევები ვლინდება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული პროტოკოლის თანახმად, წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს და გარკვეული პერიოდით იხურება სკოლა, ან ცალკეული კლასი.

| Print |
FaceBook Twitter Google