საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური მანდატურების
შესარჩევ კონკურსს აცხადებს. დაწესებულების მიერ 10 დეკემბერს
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონკურსი ცხადდება შემდეგ
ტერიტორიულ ერთეულებში:
ა) თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის ცენტრი: თბილისი – 23 ვაკანსია;
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ძეგვი – 1 ვაკანსია;
ბ) აჭარისა და გურიის ცენტრი: ბათუმი – 9 ვაკანსია; დაბა ქედა -1
ვაკანსია; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მერია -1 ვაკანსია;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალი -1 ვაკანსია;
გ) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრი: ფოთი – 2 ვაკანსია; ზუგდიდი
-2 ვაკანსია; სენაკი – 1 ვაკანსია; წალენჯიხა – 2 ვაკანსია;
დ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრი: ქუთაისი – 3
ვაკანსია; სამტრედია – 1 ვაკანსია; ზესტაფონი – 2 ვაკანსია; ხონი – 2
ვაკანსია; ჭიათურა – 1 ვაკანსია; ონი – 1 ვაკანსია; ზესტაფონის
მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანი – 1 ვაკანსია;
ე) ქვემო ქართლი: მარნეულის მუნიციპალიტეტი სოფელი სადახლო – 1
ვაკანსია; მარნეულის მუნიციპალიტეტი სოფელი თაზაკენდი – 1 ვაკანსია;
მარნეულის მუნიციპალიტეტი სოფელი აზიზქენდი – 1 ვაკანსია; მარნეულის
მუნიციპალიტეტი სოფელი ქეშალო – 1 ვაკანსია; ბოლნისი – 1 ვაკანსია;
წალკა – 3 ვაკანსია; დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი ირგანჩაი – 1
ვაკანსია; გარდაბნის მუნიციპალიტეტი სოფელი ქესალო – 1 ვაკანსია.
გარდაბნის მუნიციპალიტეტი სოფელი ყარაჯალა – 1 ვაკანსია.
ვ) კახეთის ცენტრი: ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი გავაზი -1
ვაკანსია; გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ვეჯინი – 1 ვაკანსია;
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალი – 2 ვაკანსია; თელავი – 3
ვაკანსია; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი კაბალი – 1 ვაკანსია;
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი პატარძეული – 1 ვაკანსია; საგარეჯოს
მუნიციპალიტეტის სოფელი ლამბალო – 1 ვაკანსია;
ზ) სამცხე-ჯავახეთის ცენტრი: ახალქალაქი – 2 ვაკანსია; დაბა ასპინძა –
1 ვაკანსია;
თ) შიდა ქართლის ცენტრი: კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი აღაიანი – 1
ვაკანსია.
მანდატურად შეიძლება დაინიშნოს: საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21
წლის ასაკიდან; ნასამართლობის არმქონე; სრული ზოგადი განათლებით
პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით; სახელმწიფო
ენის მცოდნე; სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი
ჯანმრთელობის მდგომარეობით. შრომის ანაზღაურება: 750 ლარი
(დარიცხული).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ
მითითებული დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ
მისამართზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
კონკურსის (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის
შემოწმება) შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან მოსამზადებელ
კურსებს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
აკადემიაში;
მოსამზადებელი კურსების ხანგრძლივობაა 2 თვე; კონკურსში მონაწილე
პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2021 წლის 10 დეკემბრიდან 19
დეკემბრის ჩათვლით.
მასალის გამოყენების პირობები