სკოლის მანდატურთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური მანდატურების შესარჩევ კონკურსს აცხადებს. დაწესებულების მიერ 10 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონკურსი ცხადდება შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში:

ა) თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის ცენტრი: თბილისი – 23 ვაკანსია; მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ძეგვი – 1 ვაკანსია;

ბ) აჭარისა და გურიის ცენტრი: ბათუმი – 9 ვაკანსია; დაბა ქედა -1 ვაკანსია; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მერია -1 ვაკანსია; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალი -1 ვაკანსია;

გ) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრი: ფოთი – 2 ვაკანსია; ზუგდიდი -2 ვაკანსია; სენაკი – 1 ვაკანსია; წალენჯიხა – 2 ვაკანსია;

დ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრი: ქუთაისი – 3 ვაკანსია; სამტრედია – 1 ვაკანსია; ზესტაფონი – 2 ვაკანსია; ხონი – 2 ვაკანსია; ჭიათურა – 1 ვაკანსია; ონი – 1 ვაკანსია; ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანი – 1 ვაკანსია;

ე) ქვემო ქართლი: მარნეულის მუნიციპალიტეტი სოფელი სადახლო – 1 ვაკანსია; მარნეულის მუნიციპალიტეტი სოფელი თაზაკენდი – 1 ვაკანსია; მარნეულის მუნიციპალიტეტი სოფელი აზიზქენდი – 1 ვაკანსია; მარნეულის მუნიციპალიტეტი სოფელი ქეშალო – 1 ვაკანსია; ბოლნისი – 1 ვაკანსია; წალკა – 3 ვაკანსია; დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი ირგანჩაი – 1 ვაკანსია; გარდაბნის მუნიციპალიტეტი სოფელი ქესალო – 1 ვაკანსია. გარდაბნის მუნიციპალიტეტი სოფელი ყარაჯალა – 1 ვაკანსია.

ვ) კახეთის ცენტრი: ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი გავაზი -1 ვაკანსია; გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ვეჯინი – 1 ვაკანსია; თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალი – 2 ვაკანსია; თელავი – 3 ვაკანსია; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი კაბალი – 1 ვაკანსია; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი პატარძეული – 1 ვაკანსია; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი ლამბალო – 1 ვაკანსია;

ზ) სამცხე-ჯავახეთის ცენტრი: ახალქალაქი – 2 ვაკანსია; დაბა ასპინძა – 1 ვაკანსია;
თ) შიდა ქართლის ცენტრი: კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი აღაიანი – 1 ვაკანსია.

მანდატურად შეიძლება დაინიშნოს: საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან; ნასამართლობის არმქონე; სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით; სახელმწიფო ენის მცოდნე; სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. შრომის ანაზღაურება: 750 ლარი (დარიცხული).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე:

This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it კონკურსის (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება) შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან მოსამზადებელ კურსებს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში;

მოსამზადებელი კურსების ხანგრძლივობაა 2 თვე; კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2021 წლის 10 დეკემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით.

| Print |
FaceBook Twitter Google