კახეთში მზიანი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსამდე გათბება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +0 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +14 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /