ავტომობილებში გამონაბოლქვის კონტროლის გამკაცრება გადავადდა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტომობილებში გამონაბოლქვის კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება გადავადდა. 2022 წლიდან კატალიზატორის ქონა სავალდებულო აღარ იქნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი დადგენილება ძალაში 6 დეკემბერს შევიდა. დოკუმენტის თანახმად 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, CO-ს შემცველობა გამონაბოლქვში, ისევ 0,6%-ის დიაპაზონში დარჩება.

აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის პირველი იანვრიდან ავტომობილისთვის კატალიზატორის ქონა აუცილებელი უნდა ყოფილიყო და მათი ლამბდა კოეფიციენტი -+ 0.3 დიაპაზონს არ უნდა გამხდარიყო.

| Print |
FaceBook Twitter Google