ავარიას გიორგიწმინდაში 25 წლამდე ახალგაზრდა ემსხვერპლა
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოს მუნუციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში. როგორც speqtri.ge-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და განათების ბოძს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო,რომ 25 წლამდე ბიჭი ადგილზევე გარდაიცვალა. გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების,ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.   ცნობისთვის, მიმდინარე კვირას კახეთის რეგიონში ეს უკვე მესამე ავარიაა,რომელიც მსხვერპლით დასრულდა.
| Print |
FaceBook Twitter Google