კახეთში თბილი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში თბილი და მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე გათბება.
ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +14 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /