კახეთში კორონავირუსით კიდევ 154 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 542 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1648 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 187, იმერეთი - 558, ქვემო ქართლი - 182, შიდა ქართლი - 251, გურია - 85, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 276, კახეთი - 154, მცხეთა-მთიანეთი - 117, სამცხე-ჯავახეთი - 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 967 საიდანაც:6 164 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 560 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 334 პირი, 1 174 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 38 629 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 39 512 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google