კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6,11%-ია
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 11 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის - 6,11%, ბოლო 14 დღის - 7,93%, ბოლო 7 დღის - 7,53%.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 886 364 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 827 676, გარდაიცვალა 12 695 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google