განათლების სამინისტროს დამატებით 25 მილიონი ლარი გამოეყო
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დამატებით 25 მილიონი ლარი გამოეყოფა. აღნიშნულს ითვალისწინებს 2022 წლის ბიუჯეტის ბოლო ვერსიის დოკუმენტი, რომელიც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, დამატებითი თანხები საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და სკოლების ინვენტარით აღჭურვისთვის არის გათვალისწინებული.მისივე თქმით, ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის მიხედვით, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 2022 წელს 1 მილიარდ 684.8 მილიონი ლარი იქნება.

პარლამენტი ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს არაუგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა დაამტკიცებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის ბიუჯეტი მაქსიმუმ 17 დეკემბერს უნდა მიიღონ, შემდეგ კი, მას ხელს პრეზიდენტი მოაწერს.

| Print |
FaceBook Twitter Google