სოფელ არაშენდაში დაჭრილი 12 წლის მოზარდი გარდაიცვლა
12 წლის მოზარდი,რომელიც ძმამ თოფით შემთხვევით დაჭრა,გარდაიცვალა. შემთხვევა ნოემბრის დასაწყისში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მოხდა. არასრულწლოვანი ამ დრომდე იაშვილის  სახელობის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მიყენებული დაზიანების გამო,ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. Speqtri.ge -ს ინფორმაციით მოზარდი თავის არეში იყო დაჭრილი.
| Print |
FaceBook Twitter Google