კორონავირუსით საქართველოში კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 527 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 890 813-ს. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 588 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 837 263. კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 777 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 დეკემბრის ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.18%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.80% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.45%.

| Print |
FaceBook Twitter Google