"ნაციონალური მოძრაობა" 21 დეკემბერს აქციას გამართავს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას გამართავს.
პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას ინფორმაციით, აქცია - "თავისუფლება მიშას" თბილისში, რუსთაველის გამზირზე 21 დეკემბერს 18:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

| Print |
FaceBook Twitter Google