კახეთში კორონავირუსით კიდევ 65 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 775 თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 97, იმერეთი - 216, ქვემო ქართლი - 71, შიდა ქართლი - 98, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 119, კახეთი - 65, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი - 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 747 საიდანაც: 6 138 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 515 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 327 პირი, 1 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 33 426 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 38 043 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google