დისტანციურ სწავლებაზე 89 სკოლა და 398 ცალკეული კლასია გადასული
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, დისტანციურ სწავლებაზე 89 სკოლა და 398 ცალკეული კლასი იმყოფება.

სამინისტროს განმარტებითვე, გასული კვირის მონაცემებთან შედარებით, შემცირებულია ასევე ინფიცირებულ პედაგოგთა რიცხვი.
„ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებლების 0.6%-ს დაუდასტურდა, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს. ამ ეტაპისთვის აცრილია

მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 71.7%”, – აცხადებენ უწყებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google