საქართველოში „ომიკრონი“ ჯერჯერობით დადასტურებული არ არის- თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში „ომიკრონის” შემთხვევა დადასტურებული არაა.

მისი თქმით, რამდენიმე საეჭვო შემთხვევის კვლევა მიმდინარეობდა, თუმცა არ დადასტურდა.

„ომიკრონი", რომელიც სამხრთ აფრიკიდან წამოვიდა ნოემბრის 8 რიცხვიდან, შემდეგ 24-25 ნოემბერი იყო, როდესაც ოფიციალური სახით გაკეთდა პირველი შეტყობინება ამ შტამზე, 63- ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ აქტიურ მონიტორინგს. არის შესაძლებლობა, რომ საეჭვო შემთხვევა გამოვიკვლიოთ და დავადგინოთ თუ გვაქვს საქმე „ომიკრონის” შტამთან. ჯერჯერობით შემთხვევა დადასტურებული არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, მისი სწრაფი გავრცელების და მიგრაციის გამო რისკები არსებობს. მნიშვნელოვანია საზღვრებზე კონტროლის გაძლიერება, რაც ქვეყანამ უკვე დაიწყო, როგორც კი ეს ინფორმაცია გავრცელდა, ასევე პირადი დაცვის საშუალებები, კოვიდრეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია. ვაქცინის დაცვის ეფექტი ძალაში რჩება “ომიკრონთან” მიმართებით, განსაკუთრებით მესამე “ბუსტერ” დოზაზე”,- განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google