დელტამ“ საქართველოში წარმოებული ახალი ჯავშანმანქანა წარადგინა.
სადაზვერვო ჯავშანმანქანას, 300 ცხენის ძალის მქონე ძრავა აქვს და
სხვადასხვა კალიბრის ვაზნებისგან დაცვას უზრუნველყოფს.
ჯავშანმანქანა შვიდ სამხედრო მოსამსახურეზეა გათვლილი, მოასფალტებულ
გზაზე 110 კილომეტრის განვითარების შესაძლებლობა აქვს და ტექნიკურად
60- სანტიმეტრიანი თხრილის, 40 სმ სიმაღლის ვერტიკალური საფეხურის და
მოუმზადებლად 80 სმ სიღრმის წყლის დაბრკოლების გადალახვა შეუძლია.
პროექტის მიხედვით, ახალ ჯავშანმანქანაზე შესაძლებელია სხვადასხვა
სადაზვერვო აღჭურვილობისა და დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდულის
დამონტაჟება.
მასალის გამოყენების პირობები