ორი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა - დავით რეხვიაშვილი
ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილის განცხადებით, ამჟამად ციციშვილის კლინიკაში 122 პაციენტი მკურნალობს. მათგან 17 რეანიმაციულ განყოფილებაშია, ორის მდგომარეობა კი მძიმეა.

„კლინიკაში მომართვიანობა მაღალ ციფრებზე ნარჩუნდება. კლინიკა გაშლილია 175 კოვიდსაწოლზე და აქედან 122 საწოლი დაკავებულია. 17 პაციენტი ინტენსიურ განყოფილებაში იმყოფება. ორის მდგომარეობა ფასდება კრიტიკულად მძიმედ და შესაბამისად იმყოფებიან აპარატზე. ბავშვებში როგორც ვიცით კოვიდი მსუბუქად აღარ მიმდინარეობს და საკმაოდ გამოხატული კლინიკური სიმპტომებით არიან. კლინიკაში მოთავსებული ბავშვების მშობლებიდან მხოლოდ შვიდია ვაქცინირებული“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google