კახეთში კორონავირუსით კიდევ 170 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 988 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1699 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 239, იმერეთი - 658, ქვემო ქართლი - 215, შიდა ქართლი - 312, გურია - 158, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 301, კახეთი - 170, მცხეთა-მთიანეთი - 131, სამცხე-ჯავახეთი - 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 964 საიდანაც: 5 999 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 479 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 323 პირი, 1 151 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 33 814 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 36 926 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google