თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის მშენებლობაზე ხელშეკრულებები გაფორმდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის მშენებლობაზე ხელშეკრულებები გაფორმდა

უწყების ინფორმაციით, კახეთის მიმართულებით ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის პირველი და მეორე მონაკვეთების მშენებლობა იწყება, კახეთის მაგისტრალური გზის თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე, რომელიც მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 31.5 კმ-იანი გზა აშენდება

სრულად თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი სამ ლოტად არის დაყოფილი, ამ მონაკვეთზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობა, არსებული გზა კი მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში (ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა, საგარეჯო) გადის

პირველი ლოტის, ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 313 მილიონ ლარს შეადგენს, სამუშაოების დასრულების ვადა 30 თვეა. აღნიშნული ლოტის სიგრძე შეადგენს 23.8 კმ-ს. თბილისი-საგარეჯოს გზა მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა. მაგისტრალის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

თბილისი-საგარეჯოს მეორე ლოტის, საგარეჯოს შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 150 მილიონ ლარს შეადგენს, სამუშაოების დასრულების ვადა კი 24 თვეა. აღნიშნული ლოტის სიგრძე შეადგენს 7.7 კმ-ს

| Print |
FaceBook Twitter Google