ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ენმ დაჯარიმებული აქტივისტებისთვის კომპენსაციის გადახდას გეგმავს
"ნაციონალური მოძრაობა" იმ აქტივისტებისთვის, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში აქციებზე დააჯარიმეს, ჯარიმების ჩამოწერასა და კომპენსაციის გადახდას გეგმავს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, ეს მოხდება მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება.

"სამოქალაქო აქტივისტებს გამოხატვის თავისუფლებისთვის უკანონოდ, ფაქტობრივად, ყველა აქციაზე აკავებენ და ეს გახადა "ქართულმა ოცნებამ" - რეჟიმმა ყოველდღიურ მოვლენად, როცა ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, აზრის გამოხატვისთვის აკავებენ აქტივისტებს... გამოხატვის თავისუფლებისთვის მათ "ქართულმა ოცნებამ" აუკრძალა სიცოცხლეც კი იმიტომ, რომ მათ [დაყადაღებული ანგარიშების გამო] არ შეუძლიათ იმუშაონ, საკვები მიიღონ, რაიმე თანხა განკარგონ... შესაბამისად, ნაციონალურ მოძრაობაში მიღებულია გადაწყვეტილება, როგორც კი შეიცვლება რეჟიმი, ყველა აქტივისტი, ყველა სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც დაკავებული იყო პოლიტიკური ნიშნით აქციაზე სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებისთვის და დააჯარიმეს, ყველა ჯარიმა ჩამოეწერებათ და გადაეხდებათ მინიმუმ ორმაგი ოდენობის კომპენსაცია", - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google