კორონავირუსით კიდევ 53 პაციენტი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 278 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 898 079-ს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 890 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 844 875. კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 879 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.48%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.46% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.96%.

| Print |
FaceBook Twitter Google