„ომიკრონზე“ პანიკის არავითარი საფუძველი არ არის - თენგიზ ცერცვაძე
ე.წ „ომიკრონის“ შტამის შერჩევითი, წერტილოვანი ლაბორატორიული კვლევა ქვეყანაში ამ დრომდე მიმდინარეობს. ლუგარის ლაბორატორიამ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უახლოეს მომავალში კვლევის საბოლოო შედეგი უნდა გამოაქვეყნონ.

თენგიზ ცერცვაძე „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელებას მეექვსე ტალღის დაწყებას უკავშირებს.
„ალბათ, შტამი „ომიკრონი“ მე-6 ტალღის დასაწყისი იქნება, რადგან ის ძალიან სწრაფად ვრცელდება. თუ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, ქვეყნისთვის საფრთხე იქნება, მაგრამ არა ისეთი საშიში, როგორსაც მას ხატავენ. პანიკის არავითარი საფუძველი არ არის. პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - არ არის დაფიქსირებული, რომ ის უფრო მძიმე დაავადებასა და მეტ სიკვდილობას იწვევს. ბოლოს და ბოლოს, თუ მეტი შემთხვევა იქნება და მეტი ადამიანი გადაიტანს კოვიდს, ეს არ არის ისეთი ტრაგედია, როგორიც - სიკვდილობის შემთხვევების გაზრდა. ჯერჯერობით, არაა მოლოდინი, რომ „ომიკრონმა“ სიკვდილობის შემთხვევები გაზარდოს“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google