პარლამენტში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს განიხილავენ
დღეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს განიხილავენ.

დოკუმენტის ძირითადი პარამეტრების მიხედვით, მომავალ წელს ქვეყნის ეკონომიკის 6%-იანი ზრდაა გათვალისწინებული. ვალების მოცულობა კი მცირდება. ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში გათვალისწინებულია პენსიების და საჯარო სამსახურებში დასაქმებული პირებისთვის ხელფასების 10%-იანი ზრდაც.

ცვლილებებს დღეს დეპუტატები საბოლოოდ უყრიან კენჭს.

| Print |
FaceBook Twitter Google