კახეთში კორონავირუსით კიდევ 188 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 278 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1444 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 189, იმერეთი - 472, ქვემო ქართლი - 175, შიდა ქართლი - 286, გურია - 81, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 231, კახეთი - 188, მცხეთა-მთიანეთი - 86, სამცხე-ჯავახეთი - 103, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 299 საიდანაც: 5 887 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 472 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 323 პირი, 1 144 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 33 268 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 36 404 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google