პრემიერ - მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა „განახლებული რეგიონები“ კახეთში აქტიურად მიმდინარეობს
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლევან ლილუაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, ზურაბ უტიაშვილი ქ. გურჯაანში, „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

„განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, ქ. გურჯაანში, სრული რეაბილიტაცია უტარდება ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადებს, საზოგადოებრივ დაწესებულებებსა და ბანკებს, მიმდინარე სამუშაოების დასრულების შედეგად, სრულად შეიცვლება ქალაქის ცენტრალური ნაწილის იერსახე და მიმზიდველი გახდება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, გურჯაანში ჩასული ვიზიტორებისათვის.

R
| Print |
FaceBook Twitter Google