ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
ჩეჩენი ეროვნების საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

გადაწყვეტილება ბერლინის სასამართლომ მიიღო და რუსეთის მოქალაქე, 56 წლის ვადიმ კრასიკოვი , ყოფილი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.
მკვლელობის მოტივად, ხანგოშვილის 200- 2004 წლებში, ჩეჩნეთის ომში მონაწილეობა სახელდება, რომლის დროსაც ის საველე მეთაური იყო.

შეგახსენებთ, მკვლელობა ბერლინში, 2019 წლის 23 აგვისტოს მოხდა. ზელიმხან ხანგოშვილი საქართველოდან 2015 წელს, მასზე განხორცილებული თავდასხმის შემდეგ წავიდა და გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

| Print |
FaceBook Twitter Google