კვლავ რჩება პოსტტრავმული, სტრესული აშლილობა -მარიამ ჯიშკარიანი
ნათლად არის წარმოდგენილი ნევროლოგიური პრობლემები. გამოიკვეთა გარკვეული ეჭვები, ენდოკრინულ პრობლემებთან დაკავშირებით. კვლავ რჩება პოსტტრავმული,სტრესული აშლილობა.

ამის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან განმარტა,  ფსიქოთერაპიის ჩატარება გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეუძლებელია.

„ნათლად არის წარმოდგენილი ნევროლოგიური პრობლემები. ასევე, გამოიკვეთა გარკვეული ეჭვები ენდოკრინულ პრობლემებთან დაკავშირებით. კვლავ რჩება პოსტტრავმული, სტრესული აშლილობა და რასაც ჩვენ ვამბობდით, აქ საჭიროა მულტიდისციპლინური, ინტენსიური მკურნალობა და რეაბილიტაციის კურსი. პრეპარატ „კეტილეპტის“ მოხსნის შემდეგ, კარგად გამოჩნდა უკვე ვერნიკეს ენცეფალოპათიის ნიშნები, რაც წინა პლანზეა წამოსული. ცხადია, დამატებითი გამოკვლევებიც უნდა იყოს ჩანიშნული, რასაც კონსულტაციის სახით გამოვაგზავნით. სხვადასხვა გამოკვლევებია საჭირო, მათ შორის ენდოკრინული, გარკვეული პათოლოგიების დადგენის მიზნით, თუ კი ასეთს აქვს ადგილი და ასევე ფსიქო-რეაბილიტაცია ეს ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც არ ტარდება აქ და ფსიქოთერაპია შეუძლებლად მიგვაჩნია. საჭიროა კომპლექსური მიდგომა, როგორც დიაგნოსტიკისთვის, ასევე მკურნალობა რეაბილიტაციისათვის”, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google