სეს-მ კახეთში ნახევარ ტონაზე მეტი გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი დალუქა
სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა თელავსა და სიღნაღში ხორცის სარეალიზაციო 35 ობიექტი შეამოწმეს.

სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის შედეგად, 14 ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, რის გამოც ბიზნესოპერატორები (ინდმეწარმე) დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი, ხოლო 4 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონისა და ვადაგასული ხორცის რეალიზაციის გამო.

„შემოწმებისას, აგრეთვე, გამოვლინდა და, შემდგომი განადგურების მიზნით, დაილუქა ნახევარ ტონაზე მეტი (515 კგ.) გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი. მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურად მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. მომხმარებელს დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეუძლია ცხელ ხაზზე - 1501“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / სესი /