საახალწლო არდადეგების წინ დისტანციური სწავლების მსურველთა რიცხვმა იკლო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, 2021-2022 სასწავლო წლისთვის, საქართველოს სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება და 18 დღე გაგრძელდება.
უწყების ინფორმაციით, საახალწლო არდადეგების წინ, საქართველოს სკოლებში, დისტანციური სწავლების მსურველ მოსწავლეთა რიცხვმა იკლო. 16 დეკემბერს, სპეციალურ სისტემაში დისტანციური სწავლების სურვილით 4 799 მოსწავლე დარეგისტრირდა, ხოლო 3 779 დასწრებულ სწავლებას დაუბრუნდა. გასულ კვირაში კი დისტანციური სწავლების მსურველი ხუთი ათასზე მეტი მოსწავლე იყო.

| Print |
FaceBook Twitter Google