კახეთში კორონავირუსით 137 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 979 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1325 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 229, იმერეთი - 493, ქვემო ქართლი - 135, შიდა ქართლი - 207, გურია - 109, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 184, კახეთი - 137, მცხეთა-მთიანეთი - 81, სამცხე-ჯავახეთი - 59, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 38 624 საიდანაც: 5 798 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 447 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 319 პირი, 1 107 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 31 719 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 35 240 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google