ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისთვის დახარჯულმა თანხამ 25 მილიონს მიღწია - ეკატერინე ტიკარაძე
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის კომპონენტის სრული ინტეგრაცია განხორციელდა. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, ელექტრონული რეცეპტების გამოყენებით დაფინანსების ახალი მექანიზმი შეიქმნა, გაიზარდა მედიკამენტების ნუსხა და ხელმისაწვდომობა.
„დღეს ქრონიკული დაავადების მქონე პირთა რაოდენობა 200 000-ს აღემატება. ბენეფიციარებისთვის მეტად ხელმისაწვდომი გახდა პროგრამით სარგებლობა და შესაბამისად, 2021 წელს პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან დახარჯულმა თანხამ 25 მილიონს მიღწია, მაშინ როცა 2019 წელს მხოლოდ 7 მილიონი იხარჯებოდა“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google