საქართველოში კორონავირუსით კიდევ 53 ადამიანი გარდაიცვალა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 784 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 906 965-ს. გამოჯანმრთელდა 2 070 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 854 630. კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 024 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.45%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.11% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.67%.

| Print |
FaceBook Twitter Google