კორონავირუსით კიდევ 45 პაციენტი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 296 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 910 456-ს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 127 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 863 076. კორონავირუსით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 116 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.93% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.39%.

| Print |
FaceBook Twitter Google