გიგი კალანდაძე გერმანიაში დააკავეს
გერმანიაში გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე დააკავეს. ბერლინში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები უცნობია.

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის დაკავებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი.

„საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, ბერლინში დააკავეს საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი, გიგი კალანდაძე. ის არის 2008 წლის ომის გმირი“, - წერს მიხეილ სააკაშვილი და იმედს გამოთქვამს, რომ გერმანიის პროკურატურა და სასამართლო დროულად გაერკვევიან დაკავების მოთხოვნის დაუსაბუთებლობაში.

გიგი კალანდაძეს 2015 წელს ბრალი წარედგინა ელბერტ კობერიძის წამების საქმეზე. მას შემდეგ, კალანდაძე საქართველოში არ ყოფილა. ის წლებია უკრაინაში ცხოვრობს.

| Print |
FaceBook Twitter Google