გურჯაანის ბაგა-ბაღებში სასურსათო კალათები დარიგდება
ხვალ, 21 დეკემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის 37-ვე საბავშვო ბაგა- ბაღში სასურსათო კალათებისა და საახალწლო ნობათების გაცემა დაიწყება.

სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ინფორმაციით, ყველა საბავშვო ბაგა- ბაღში, თვალსაჩინო ადგილზე გამოქვეყნებული იქნება პროდუქტების ჩამონათვალი. აღსაზრდელები ასევე მიიღებენ ტრადიციულ საახალწლო პაკეტებსაც. სასურსათო კალათებს და საახალწლო ტკბილეულს სულ 1970 ჩარიცხული აღსაზრდელი მიიღებს. გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ საკვები პროდუქტების შესაძენად 232 545ლარი, ხოლო საახალწლო ტკბილეულისთვის 14 519 ლარი დახარჯა.

სასურსათო კალათის შემადგენლობაში შედის:
1. საქონლის ხორცი - 1.500 კგ
2. ქათამი - 1ც
3. ორცხობილა - 1 კგ
4. მაკარონი - 2 კგ
5. შაქარი - 2 კგ
6. წიწიბურა - 2 კგ
7. ბრინჯი - 1 კგ
8. ლობიო - 2 კგ
9. კარტოფილი - 3 კგ
10. ვაშლი - 3 კგ
11. ზეთი - 2 ბოთლი
12. კარაქი - 0.200 გრ
13. რძე - 2 პაკეტი
14.იოგურტი - 1 პაკეტი
15. კვერცხი - 20 ცალი

| Print |
FaceBook Twitter Google