დღეიდან საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან 23 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები. ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ძლიერი ქარი. მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google