გურჯაანის საბავშვო ბაღების 1970 აღსაზრდელს სასურსათე კალათი გადაეცა
დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის 37 საბავშვო ბაგა-ბაღში სასურსათო კალათებისა და საახალწლო ნობათების გაცემა დაიწყო. პროცესს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი პირადად გაეცნო.
სასურსათე ნობათები 15 დასახელების პროდუქტს მოიცავს:
საქონლის ხორცი - 1.500 კგ
ქათამი - 1ც
ორცხობილა - 1 კგ
მაკარონი - 2 კგ
შაქარი - 2 კგ
წიწიბურა - 2 კგ
ბრინჯი - 1 კგ
ლობიო - 2 კგ
კარტოფილი - 3 კგ
ვაშლი - 3 კგ
ზეთი - 2 ბოთლი
კარაქი - 0.200 გრ
რძე - 2 პაკეტი
იოგურტი - 1 პაკეტი
კვერცხი - 20 ცალი

სასურსათო კალათებს და საახალწლო ტკბილეულს ჯამში 1970 აღსაზრდელის ოჯახი მიიღებს. ა(ა)იპ გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ საკვები პროდუქტების შესაძენად 232 545 ლარი გამოყო.

[R]
| Print |
FaceBook Twitter Google