პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოცხადდა
საქართველოს მთავრობამ 1-ლი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოაცხადა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

“როგორც მოგეხსენებათ, სკოლებში არის არდადეგები 29 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით, და ამასთან დამატებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უქმე დღეებად გამოცხადდეს 10 იანვრამდე პერიოდი პირველი იანვრიდან დაწყებული. ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს”, – განაცხადა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google