გურჯაანის 11 საბავშვო ბაღი ახლიდან ასაშენებელია
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 37 სააღმზრდელო დაწესებულებიდან თერთმეტი ახლიდან არის ასაშენებელი.

სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის შორენა ფროდიაშვილის განმარტებით, დანარჩენი ბაღებიდან ზოგიერთში ცენტრალური გათბობაა მოსაწყობი, სხვები კი კოსმეტიკურ განახლებას საჭიროებს.

„ზოგადად ბაღებში ინფრასტრუქტურული კუთხით ბევრი რამ არის მოსაგვარებელი. მათ შორის აუცილებლობას წარმოადგენს ცენტრალური გათბობების მოწყობა, რომელიც მხოლოდ რვა ბაღშია. 11 საბავშვო ბაღი ინფრასტქტურტურული კუთხით სავალალო მდგომარეობაშია, და დაგეგმილია მათი ახლიდან აშენება იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს ავტორიზაციის პროცესი და თანამედროვე სტანდარტებზე იყოს მორგებული. 18 ბაღში კი გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს კაპიტალური რემონტის ჩატარება.“

მისივე თქმით, ბაღებს 2030 წლისთვის ავტორიზაციის პრობლემა რომ არ შეექმნას, ყველა ეს საკითხი მოგვარებული უნდა იყოს. ასევე საჭიროა ეზოების კეთილმოწყობა და ახალი გასართობი ატრაქციონების გაკეთება .

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბაღი / გურჯაანი /