ამ დროისთვის „ომიკრონის" 15 საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა- თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის „ომიკრონის" 15 საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, "ომიკრონის" შტამის გავრცელება განსაკუთრებით ართულებს ეპიდემიოლოგიურ პროგნოზებს.

"ეპიდემიოლოგიური სურათი ბუნებრივია უაღრესად საყურადღებო რჩება, თუმცა, იმედისმომცემია ის კლების ტენდენცია, რომელიც გასული 2 კვირის განმავლობაში აღინიშნა გავრცელებულ "დელტა" შტამთან მიმართებაში. ქვეყანაში "ომიკრონის" შტამის გავრცელება განსაკუთრებით ართულებს ეპიდემიოლოგიურ პროგნოზებს. როგორც იცით, საქართველოში 24 შემთხვევა დადასტურდა, ამჟამად კვლევაშია 15-მდე ნიმუში, რომელიც "ომიკრონზეა" საეჭვო. ამ პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გამკაცრება. ეს არის რეგულაციები, რომელიც მოქმედებს, განსაკუთრებით პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცია და დიდი თავყრილობებისგან თავის შეკავება ",- აღნიშნავს გაბუნია.

| Print |
FaceBook Twitter Google