კახეთის რეგიონალური შეჯიბრის "რა?სად?როდის" გამარჯვებული გურჯაანის გუნდი გახდა
გურჯაანში ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის?" სასკოლო რეგიონალური შეჯიბრი გაიმართა, სადაც საგარეჯოს, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების 6 გუნდი მონაწილეობდა.

რეგიონალური ტურნირის გამარჯვებული გურჯაანის გუნდი "სოფლის თვალები" გახდა. გამარჯვებულ გუნდს საგარეჯოს, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიების მიერ დაწესებული პრიზები: პლანშეტური კომპიუტერები, ჭკვიანი საათები და პორტატული დამტენები გადაეცა.

გამარჯვებული გუნდი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ლერი გელენავამ დააჯილდოვა.

რეგიონალური ინტელექტუალური შეჯიბრი გურჯაანის, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიების ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებას, ტრადიციულად, პაატა ჩახვაშვილი უძღვებოდა.

| Print |
FaceBook Twitter Google