სკოლებში საახალწლო არდადეგების დაწყების თარიღი შეიცვალა
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, ზამთრის არდადეგების დაწყების თარიღი შეიცვალა. არდადეგები 30-ის ნაცვლად, 29 დეკემბერს დაიწყება.
სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ცვლილება არ შეეხება სასწავლო პროცესის განახლებას. სწავლა სკოლებში 17 იანვარს განახლდება.

| Print |
FaceBook Twitter Google