კახეთში კორონავირუსით კიდევ 131 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 090 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 946 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 155, იმერეთი - 309, ქვემო ქართლი - 93, შიდა ქართლი - 115, გურია - 74, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 150, კახეთი -131, მცხეთა-მთიანეთი - 66, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -25.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 31 216 საიდანაც:5 157 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 138, აჭარაში - 528, იმერეთში - 995.ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 276 პირი, მათ შორის, თბილისში - 560, აჭარაში - 127, იმერეთში - 321. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 303 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 36, იმერეთში - 37.977 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 611 - თბილისში, 240- აჭარაში.25 082 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 39, ხოლო აჭარაში - 1.სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 24 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 410 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google