ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ლიმიტი 8 000 ლარით გაიზარდა
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
„გაიზარდა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის) ლიმიტები 8000 ლარით. ამასთან, პროგრამას დაემატა სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლებიც მაღალი ღირებულების გამო მძიმე ტვირთად აწვა პაციენტებს. შედეგად გაიზარდა ხელმისაწვდომობა თარგეტულ მედიკამენტებზე. ონკოლოგიური პაციენტები წლიური ლიმიტის ფარგლებში პროგრამულ მომსახურებას იღებენ უფასოდ, თანაგადახდის გარეშე“, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google