იუსტიციის სახლი უქმე დღეებშიც იმუშავებს
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 1-10 იანვრის უქმეებზე, იუსტიციის სახლები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ. უწყების ინფორმაციით, ამ პერიოდში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის უკლებლივ ყველა სერვისი.
ფილიალები მხოლოდ 1 და 2 იანვარს, ასევე, შობის დღესასწაულზე - 7 იანვარს დაიხურება.  შაბათ-კვირას, 8 და 9 იანვარს კი მხოლოდ დაჩქარებული სერვისები იქნება ხელმისაწვდომი.

| Print |
FaceBook Twitter Google