ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მომხდარი ავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალი მძიმედ დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.ძლიერი შეჯახების შედეგად, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო ახალგაზრდა ქალმა.


მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაშავებული თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს

 

| Print |
FaceBook Twitter Google